top of page

ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ჯერ დასრულებული არ არის

24-25 დეკემბერი - დრო, როდესაც მცენარეების გონი ერწყმის მინერალების გონს

25-26 დეკემბერი - თორმეტი მთავარანგელოზის წრის დრო, როდესაც ყოველი მათგანი წარმოადგენს ქრისტეს თითო ასპექტს და ქრისტე ამ დროს იმყოფება მათ შორის

26-27 დეკემბერი - დრო როდესაც კაცობრიობა აცნობიერიებს ადამიანურობის ღირებულებებს, ადამიანთა წრეს

27-28 დეკემბერი - დრო როდესაც ადამიანთა სულები გაცილებით კარგად უგებენ ერთმანეთს და დაახლოვება შეუძლიათ, ანუ სიყვარულის დრო

28-29 დეკემბერი - სიზმრების დრო, სოციალური ყოფის გაუმჯობესების გზა 

29-30 დეკემბერი - დრო როდესაც ცხრა ნეტარება იძენს განსაკუთრებულ ძალას და წარმოადგენს ქრისტეს ცხრა იმპულსს

30-31დეკემბერი - დრო, როდესაც კეთილი აზრები, გრძნობები, სიტყვები და მოქმედებები იძენენ განსაკუთრებულ ძალას და მატერიალიზდებიან

31-1 იანვარი - ყველაზე ნათელი სულიერი მზის დრო, დრო როდესაც ყველაზე კარგად შეიცნობ სხვებს და საკუთარ თავს

1-2 იანვარი - დრო, როდესაც შესაძლებელია მთელი კარმა მიმართო ყველა მიმართულებით და ახალი გზისკენ

2-3 იანვარი - დრო როდესაც ადამიანური ქვეცნობიერი და ყველაფერი რაც ნიღბის ქვეშ იმალება, ძალიან ადვილად შეიძლება ამოვიდეს დღის სინათლეზე და შეცნობილი იქნას ყველა ჭეშმარიტ ასპექტში;

3-4 იანვარი - ადამიანური ,,მე"მფარველი ანგელოზის წყალობით კეთილი ზრახვებისკენაა მიმართული, მაგრამ ასტრალური ,,მე" ავტომატურად იმეორებს ძველ ცუდ ჩვევებს. შობის ღამეს მნიშვნელოვანია ადამიანური და ასტრალური "მე" სიკეთისკენ მივმართოთ, ეს შესაძლებელია მთავარანგელოზთა წრისა და მათ შორის მყოფი ქრისტეს ძალის ძლიერი ზემოქმედებით და მეოხებით.

4-5 იანვარი - მიცვალებულთა ღამე, ამ დროს განსაკუთრებით ადვილდება მათთან კონტაქტი, კეთილი სიტყვებით და გრძნობებით ვაძლიერებთ მათ.

5-6 იანვარი - დრო როდესაც მთავრდება და ერთიანდება წინა თორმეტი ღამის განცდები.                                                               ნინა ჭიპაშვილის თარგმანი

გამოიწერეთ და მიიღეთ ინფორმაცია

მადლობა გამოწერისთვის

დაგეგმილი შეხვედრები

  • შეხვედრა
    შეხვედრა
    01 მარ. 2026, 15:00 – 18:00
    01 მარ. 2026, 15:00 – 18:00
    თბილისი, მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
    თემა - აზროვნების ტექნიკა

უცხოენოვანი ელექტრონული მასალა (უფასოდ ხელმისაწვდომი) 

ქართველთა ნაშრომები

Abstract Background

   ქრისტეს მოვლინების იმპულსის გაგრძელება ქრისტიან როზენკროიცია. იგი მოქმედია როგორც თავისი ინკარნაციებისას, ასევე, მაშინ როდესაც არ არის ფიზიკურად განსხეულებული. მისი შემოქმედება დღესაც გრძელდება და აღარასოდეს შეწყდება....... 

   ეზოტერულად ქრისტიან როზენკროიცი მე-13 საუკუნეში ცხოვრობდა, თუმცა ეს სახელი მას მე-14 საუკუნეში ეწოდა და ამ პერიოდში თითქმის ას წლამდე იცოცხლა. მე-18 საუკუნეში ქრისტიან როზენკროიცი გრაფ სენ-ჟერმენის სახით გვევლინება. იგი მე-20 საუკუნეშიც გახლდათ განსხეულებული.

   როზენკროიცერული მოძრაობა მე-13 საუკუნიდან დაიწყო. როზენკროიცერების მიერ მოპოვებული აღმოჩენა საიდუმლოდ ასი წლის მანძილზე ინახება, შემდგომ კი ცხადდება.  

   ქრისტიან როზენკროიცის ეთერულ სხეულზე მინდობა ადამიანებს ახალ ნათელხედვას დაუმკვიდრებს. აქამდე, ხსენებული ეთერული სხეული როზენკროიცერთა სკოლაში მოქმედებდა. მე-20 საუკუნეში კი მის ზემოქმედებას სულ უფრო მეტი ადამიანი გრძნობს. ამის წყალობით მათ ქრისტეს ეთერული სხეულის გამოცხადების განცდა მოემადლებათ.

   ქრისტე დედამიწაზე ფიზიკური სხეულით მხოლოდ ერთხელ ცხოვრობდა. ქრისტეს მეორედ მოსვლა, დაახლოებით 1930 წლიდან, არის მისი ეთერული სხეულით გამოცხადება. თანამედროვე ეპოქაში ადამიანს შეუძლია ქრისტეს ეთერული სხეულის ზეგრძნობადი ჭვრეტა.                                                                      

                                                                            "ქრისტიან როზენკროიცერის მისტერია და მისია" 1911წ. 

                                                                         

                                                    

 

ვალდორფის საბავშვო ბაღი საბურთალოზე
00:34
ვალდორფი ლისზე
00:46
პარსიფალი მაწევანში
00:34
ქედელი სიღნაღში
01:10
სოციალური თერაპიის სახლი - თბილისში
00:45
უცხოეთის ვებსაიტები

ანთროპოსოფიული საზოგადოების საკონტაქტო ინფორმაცია

ა (ა) ი პ საერთაშორისო ანთროპოსოფიული საზოგადოება საქართველოში
ქ. თბილისი, 0108, ზეინაბ ბოცვაძის ქ. N10

 +995 322 999 576

ელ-ფოსტა - anthropos.geo@gmail.com

  • Instagram
  • Facebook

ჩვენს შესახებ

  • ვებსაიტი დამზადებულია კერძო ინიციატივით

  • ვებსაიტი, გარდა რუდოლფ შტაინერის ნაშრომებისა, აერთიანებს ინფორმაციას საქართველოში არსებული ანთროპოსოფიული პროექტების, ორგანიზაციების, ადამიანებისა და ინიციატივების შესახებ

  • ვებსაიტის ზოგადი პოლიტიკა - ინფორმირება, თანასწორობა და თანამშრომლობა 

  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
  • YouTube
  • TikTok
bottom of page